Saturday, February 28, 2015

ტრენინგის მე-5 დღე

შევავსეთ ონლაინ ტესტები,გავუგზავნეთ ერთმანეთს,განვიხილეთ  შეფასების სხვადასხვა მეთოდები.სახელმძღვანელოში ვნახეთ შეფასების 5 სტრატეგია,ამოვარჩიეთ სასურველი მეთოდები და ინსტრუმენტები,ვნახეთსხვადასხვა შეფასების ფორმები,შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის და მოვახდინეთ ადაპტირება,შევავსეთ გეგმაში შეფასების დროის ჩარჩო.

Sunday, February 22, 2015

მესამე დღე:

 ვისწავლეთ ეროვნულ სასწავლო გეგმის პორტალი.აგრეთვე ნავიგაცია,ამოვარჩიეთ შესაფერისი სტანდარტი,რასაც შევუსაბამეთ საჭირო ინდიკატორები,გავეცანით ცხელ( ctrl+) კლავიშებს რამაც გამიადვილა კოპირება,ინფორმაციის ჩასმა,შენახვა და წინა ბრძანების გაუქმება.

მეორე დღე

 შევქმენით საკუთარი საქაღალდეები.ვიმუშავეთ ბლოგებზე,ჩეკლისტებზე საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ.დავგეგმეთ ინტეგრირებული პროექტი ქართულისა და ისტორიის მასწავლებლებმა.

ტრენინგის მე-4 დღე

  •  გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას,
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების პრეზენტაცია;რომელიც შევინახეთ კურსის რესურსებში;
  • 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვების ლექსიკონს;
  • ვნახეთ ნიმუშები,საიდანაც ამოვწერეთ კითხვები.
  • ვისწავლეთ გუგლი ქრომში კითხვარების ტესტის შედგენა.
  • შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,ჩავწერეთ გუგლი დოკუმენტებში,შემდეგ გავიზიარეთ ჯგუფში და დავაკომენტარეთ,
  • ვიმუშავეთ ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.
  • შემდეგ ტრენინგზე უნდა წარმოვადგინოთ საშინაო დავალება; 

Saturday, February 21, 2015

პირველი დღე

პირველი დღე:მომწონს ის რომ,ვისწავლეთ ახალი ფაილების შედგენა,სიახლეა სახელმძღვანელო,საიტების გაცნობა.შევედით ეროვნული გამოცდების ცენტრის საიტზე.