Sunday, March 15, 2015

ტრენინგის მე-9 დღე

ინტელის შემსწავლელ ძირითად კურსმა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომცა, გავეცანით tpdc.viewer სახელმძღვანელოს. წავიკითხეთ შინაარსის საჭირო მოდულები.გავეცანით ძირითად აქტივობებს. გავაკეთეთ google chrome-ში დამატებითი დავალებები, გავეცანით საინტერესო ვებ.გვერდებს, ვიმუშავეთ power point-ზე .  შევადგინეთ პროექტები, რაზეც გავაკეთეთ თემის პრეზენტაცია, შევადგინეთ ონლაინ ტესტები, გავუზიარეთ ერთმანეთს. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, შევადგინეთ მოსწავლის სავარაუდო  ნიმუში.ჩეკლისტები. ეს პროგრამა შემდეგში გამომადგება საგაკვეთილო პროექტების განხორციელებაში.

Saturday, March 14, 2015

ტრენინგის მე-8 დღე

ვიმუშავეთ გაზიარებულ ელექტრონულ ცხრილში, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, გარდნერის თეორიაზე, შევიმუშავეთ აქტივობები სუსტი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებზე. აღნიშნული ინფორმაცია  შევიტანეთ გეგმაში. გეგმის შაბლონი შევავსეთ ბოლომდე, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციის მონახაზი, რომელსაც მოვამზადებთ სახლში,ასევე ვისაუბრეთ პრეზენტაციის მომზადების ძირითად წესებზე.

Saturday, March 7, 2015

ტრენინგის მე-7 დღე

ვიმუშავეთ საპროექტო გეგმის შევსებზე,დავწერეთ პროექტის მოკლე შინაასი.შევასწორეთ და გადავხედეთ სტანდარტებს და მიზნებს, გავწერეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტის მოკლე აღწერა,გავწერეთ საბაზისო უნარ-ჩვევები და სასწავლო პროექტის პროცედურები.

Sunday, March 1, 2015

ტრენინგის მე-6 დღე

ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე,გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრისთვის ჩეკლისტი,დავათვალიერეთ სხვა მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი,შესაძლო ნამუშევრები შევიტანეთ საკუთარ საქაღალდეში,ვისწავლეთ power point-ზე მუშაობა,,მულტიმედიური პრეზენტაციის კრიტერიუმების გაცნობის შემდეგ გავაკეთეთ სლაიდ-სოუ.

Saturday, February 28, 2015

ტრენინგის მე-5 დღე

შევავსეთ ონლაინ ტესტები,გავუგზავნეთ ერთმანეთს,განვიხილეთ  შეფასების სხვადასხვა მეთოდები.სახელმძღვანელოში ვნახეთ შეფასების 5 სტრატეგია,ამოვარჩიეთ სასურველი მეთოდები და ინსტრუმენტები,ვნახეთსხვადასხვა შეფასების ფორმები,შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის და მოვახდინეთ ადაპტირება,შევავსეთ გეგმაში შეფასების დროის ჩარჩო.

Sunday, February 22, 2015

მესამე დღე:

 ვისწავლეთ ეროვნულ სასწავლო გეგმის პორტალი.აგრეთვე ნავიგაცია,ამოვარჩიეთ შესაფერისი სტანდარტი,რასაც შევუსაბამეთ საჭირო ინდიკატორები,გავეცანით ცხელ( ctrl+) კლავიშებს რამაც გამიადვილა კოპირება,ინფორმაციის ჩასმა,შენახვა და წინა ბრძანების გაუქმება.

მეორე დღე

 შევქმენით საკუთარი საქაღალდეები.ვიმუშავეთ ბლოგებზე,ჩეკლისტებზე საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ.დავგეგმეთ ინტეგრირებული პროექტი ქართულისა და ისტორიის მასწავლებლებმა.